21 FebDwayne Dopsie & The Hellraisers @ Tbilisi Event Hall (22.03.11)

ტრადიციულად გრძელდება ჯაზ სერიები, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ბანკი და ექსკლუზიური პერსონალური საბანკო მომსახურება SOLO.

 

რეისი: ნიუ ორლეანი–თბილისი, დანიშნულების ადგილი: თბილისის ივენთ ჰოლი, მიზანი: ჯაზ სერიაზე გამოსვლა, შემსრულებელი: დვეინ დოპსი, სტილი: ბლუზი, მიმდინარეობა: ზაიდეკო, პოპულარობის შკალა: უმაღლესი, დრო და თარიღი: 22 მარტი, 21:00 საათი, შედეგი: სასწაული და დაუვიწყარი საღამო ივენთ ჰოლში!

ბილეთის ფასი 60 ლარი

ვერ ახერხებ ნიუ ორლეანში ჯაზის და ბლუზის ქვეყანაში წასვლას?! არაუშავს, 22 მარტს ის თავად ჩამოვა აქ! თქვენ მოისმენთ ბლუზის ერთ–ერთ ყველაზე საინტერესო მიმდინარეობის ზაიდეკოს შემსრულებელს, რომელიც თქვენს გონებას თავისი აკორდეონით და ენერგიულობით ააფეთქებს!!! ეს იქნება ყველაზე გიჟური საღამო!

მაშ ასე საქართველო მოემზადე… ზაიდეკოს მეფის შვილი, ბლუზის რისხვა და ცეცხლოვანი აკორდეონისტი დვეინ დოპსი მოდის!

დვეინ (დოპსი) რუბინი მოგვიანო პერიოდის  Zydeco–ს (ზაიდეკო) (*ბლუზის ერთ–ერთი მუსიკალური  მიმდინარეობა) მეფის, სერ ალტონ რუბინის (იგივე როკინ დოპსის) უმცროსი  შვილია. იგი დაიბადა 1979 წლის 3 მარტს; დუეინ დოპსი გაიზარდა ლაფაიეტში, ლუიზიანას შტატში, სადაც მან ზაიდეკოს მუსიკის მოსმენა და დაკვრა ისწავლა.

ოთხი წლის ასაკში იგი უკრავდა washboard–ზე (სარეცხი დაფა) თავისი ძმის, დავიდ როკინ დოპსი უმცროსის, მსგავსად, მაგრამ მალე გადავიდა აკორდეონზე და მამის ნაკვალევს გაჰყვა. ზიდეკოს ფესტივალზე ოჯახთან ერთად გამგზავრების შემდეგ, 19 წლის ასაკში, დუეინმა თავისი საკუთარი ბენდი ჩამოაყალიბდა და გააგრძელა ოჯახის მუსიკალურ–გასართობი ტრადიცია.

ამჟამად, დვეინი რამოდენიმე კონტინენტზე მოგზაურობს და მისი უახლესი დისკის „ნიუ ორლეანის ხმების“ (Sound of New Orleans)  –„ ჰაერში აფეთქებული“ (Up In Flames ) – მხარდასაჭერად იკვალავს გზას. მისი ორივე წარმოდგენის (შოუს) მიმოხილვა და ასევე მისი უახლესი ჩანაწერები ყოველთვის პოპულარულია. დვეინის უახლესმა გამოშვებულმა დისკმა – „მოგზაური კაცი“ (Travelling Man) – მიიღო გრემის წინასწარ წარდგენილი ჯილდო 2006 წელს.

“ამერიკის ცეცხლოვან აკორდეონად”  წოდებული, დვეინ (დოპსი) რუბინი უკრავს უნიკალურ, ენერგიულ ზაიდეკო–ს სტილს. მის ბენდს, The Zydeco Hellraisers, ეს ჟანრი ახალ საზღვრებამდე გაყავს, უმატებს რა მას ბლუზის, სოულის და ფანკის ჟღერადობას. მათი მუსიკა პულსირებადი და ფანკურია, ის ყველა ჟანრის მსმენელს მოსწონს.

13 წლიანი კარიერის  განმავლობაში  იგი სცენას ინაწილებდა ისეთ ლეგენდებთან როგორებიც არიან: Etta James, Al Green, Smokey Robinson, James Brown, B.B. King, Elvin Bishop, „Sly and the Family Stone“, Robert Cray, The Blues Travelers, Booker T. & M.G.’s და Van Morrison.

ამ საოცარ შემსრულებელს და მის ბენდს მოპოვებული აქვს „საუკეთესო აკორდეონის“, „საუკეთესო Zydeco ბენდის“ და „საუკეთესო დამწყები მუსიკოსის“ ჯილდოები, ჩაწერილი აქვს 5 სტუდიური ალბომი და Live DVD. ბენდის ბოლო 2 ალბომი, „The Traveling Man“ და „Up in Flames“ ნომინირებული იყვნენ გრემზე, მისი სინგლი “Hey Rosalee” კი ინტერნეტ ჩარტების სათავეში მოექცა.

დოპსი აცხადებს, რომ მას განსაკუთრებბულ სიამოვნებას ანიჭებს უცხო აუდიტორიების წინაშე დაკვრა. ის ასევე ხშირად ატარებს, სემინარებს, ლექციებს, მინი–კონცერტებს ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის და სხვადასხვა სასწავლო–პროგრამებს.

ეს უნიჭიერესი და ყველასგან განხვავებული შემსრულებელი, ნებისმიერი ფესტივალის საპატიო სტუმარია. მისი სტილი, მუსიკა და ენერგია არავის ტოვებს გულგრილს. ამაზე ის ფაქტის მეტყველებს, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე დოპსის 50მდე საერთასორისო ფესტივალზე აქვს დაკრული.

DOWNLOAD ENGLISH VERSION OF THE BIOGRAPHY

DWAYNE DOPSIE & THE HELLRAISERS from New Orleans, LA
Dwayne Dopsie – accordion /  lead vocals
Alex MacDonald – washboard / vocals
Shelton Sonnier – guitar / vocals
Damon Sonnier – saxophone
Dion Pierre – bass
Calvin Sam – drums

4 Responses to “Dwayne Dopsie & The Hellraisers @ Tbilisi Event Hall (22.03.11)”

  1. [...] ამ შემსრულებლის შესახებ პირველად Eastern Promotion-ის ბლოგიდან შევიტყე, როცა კონცერტის შესახებ [...]

Place your comment

Please fill your data and comment below.
Name
Email
Website
Your comment

canadian pharmacies buy priligy Discount prices Canadian pharmacies mail order #?@ antibiotics online licensed Canadian pharmacy. Product quality is one of key performance indicators Canada pharmacy `(!@ medicine online store - all products have the necessary certificates!