21 JanMonty Alexander Trio @ Tbilisi Event Hall (17.02.11)

ტრადიციულად გრძელდება ჯაზ სერიები, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ბანკი და ექსკლუზიური პერსონალური საბანკო მომსახურება SOLO. ამჯერად ამჯერად თბილისი ივენთ ჰოლში, კონცერტს გამართავს ლეგენდარული პიანისტი Monty Alexander თავის Trio–სთან ერთად! მონტი მსოფლიო მუსიკალურ სივრცეში უკვე 50 წელია რაც მოღვაწეობს. იგი თანამშრომლობდა არაერთ ვარსკვლავთან, ისეთებთან როგორებიც არიან: ფრენკ სინატრა (Frank Sinatra), ტონი ბენეტი (Tony Bennett), რეი ბრაუნი (Ray Brown), დიზი გილესპი (Dizzy Gillespie), სონი როლინზი (Sonny Rollins), კლარკ ტერი (Clark Terry), ქვინსი ჯონსი (Quincy Jones), ბობი მაქფერენი (Bobby McFerrin)…

ის წარმოშობით იამაიკიდან გახლავთ. ადრეულ ასაკში ის მოხვდა ორი გიგანტის კონცერტზე ლუი ამსტრონგის (Louis Armstrong) და ნათ ქინგ ქოულის (Nat “King” Cole), კინგსტონში “კარიბის თეატრში” ამ კონცერტმა მასზე ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია, რაც შემდეგ მის მუსიკალურ კარიერაშიც აისახა. 80–იანი წლებიდან ის აქტიურად იწყებს იამაიკური მუსიკის გამოყენებას თავის შემოქმედებაში და  ჯაზმენებთან ერთად უკრავს ბობ მარლეის სხვადასხვა სიმღერებს, თავად ბობ მარლეის ჯგუფის წევრებთან ერთად კი უკრავს სხვადასხვა ჯაზურ კომპოზიციებს რეგეის სტილში. ის აგრეთვე მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯაზ პროექტებში კვინსი ჯონსთან, დიზი გილესპისთან და კლარკ ტერისთან ერთად.

როგორც ხედავთ 17 თებერვალს, 21:00 საათზე, ივენთ ჰოლში ძალიან საინტერესო საღამო გაიმართება, მოგეცემათ საშუალება გაეცნოთ მართლაც რომ ლეგენდარული პიანისტის შემოქმედებას ასე რომ გელოდებით ყველას! აქვე გეტყვით რომ ამ კონცერტის დროს, ივენთ ჰოლში იდგმება მხოლოდ სკამები, ამფითეატრის სტილში, როგორც იყო “ჯონ მაკლაფლინის” კონცერტის დროს. ბილეთის ფასი 60 ლარი.

Line Up:
Monty Alexander (მონტი ალექსანდერ)- Vocal/Piano – (WEB SITE)
Hassan Shakur (ჰასან შაქურ)
– Acoustic Bass
Johan Landesbergen (ჯოან ლანდეხბერგენ) – Drums

No comments

Place your comment

Please fill your data and comment below.
Name
Email
Website
Your comment

canadian pharmacies buy priligy Discount prices Canadian pharmacies mail order #?@ antibiotics online licensed Canadian pharmacy. Product quality is one of key performance indicators Canada pharmacy `(!@ medicine online store - all products have the necessary certificates!