26 DecPa Kyoto Jazz Massive @ Tbilisi Event Hall (16.01.11)

საოცარი ახალი წლის კონცერტების მერე, რომელიც გაიმართება ჯერ Tbilisi Evenet Hall-ში და მერე Holiday Inn-ში ტრადიციულად გრძელდება ჯაზ სერიები, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ბანკი და ექსკლუზიური პერსონალური საბანკო მომსახურება SOLO. 2011 წლის 16 იანვარს თბილისის ივენთ ჰოლს ესტუმრება დიჯეი Shuya Okino, ვოკალისტი Vanessa Freeman და პერკუსიონისტი Hiderow Nishioka, ისენი ერთად წარმოადგენენ ჯგუფ Pa Kyoto Jazz Massive!

სიუ ოკინო საკმაოდ ცნობილი დიჯეია, მას იაპონიაში და არამარტო იაპონიაში,  ერთ–ერთ წარმატებულ დიჯეად მიიჩნევენ! ვისითვისაც კარგადაა ცნობილი “nu jazz“, “broken beats” და “deep house” მაშინ კარგად ეცოდინება კიოტო ჯაზ მასივი! ის ამ  კულტურაში უბრალოდ ვარსკვლავი კი არა, მეგა ვარსკვლავია, იგი უკვე 22 წელია, საოცარ და საინტერესო მუსიკას ქმნის, რომელიც ხარისხის ეტალონი გახდა! მისი კარიერა დაიწყო 80–იან წლებში კიოტოში, ის იყო ერთ–ერთი პირველი იაპონელი “rare groove” დიჯეი. “Kyoto Jazz Massive” ეს სახელი მათ, მას შემდეგ ჰქვიათ, რაც ცნობილ ინგლისურ ჟურნალში Straight No Chaser, ჟურნალისტმა ჯაილსა პეტერსონმა, იაპონელი მუსიკოსებისგან შემდგარი ჯგუფი მოიხსენია როგორც “Kyoto Jazz Massive“.

2002 წელს გამოშვებული მათი ალბომი “Spirit Of The Sun” თანამედროვე ელექტრონულ ფუჟენში კლასიკად მიიჩნევა! სტუდიაში მუშაობის პარალელურად, სიუ დიდიხანია ტოკიოში მართავს კლუბს სახელწოდებით “The Room” რომელიც ცნობილია არამარტო იაპონიაში, არამედ მსოფლიოს არერთ ქვეყანაში! ის პროდიუსერობას უწევს ადგილობრივ ტალანტებს, აწყობს უდიდეს ფესტივალებს, ერთ–ერთი ცნობილი ფესტივალია (Tokyo Crossover Jazz Festival), აგრეთვე წერს წიგნებს და აქვს თავისი ჟურნალი! მოკლედ როგორც ხედავთ ეს ადამიანი ნამდვილად ნიჭიერია და მოღვაწეობს არაერთ კულტურულ სფეროში! თუმცა მისი მუსიკალური შემოქმედება უფრო მეტად ცნობილა მსოფლიოსთვის, ვიდრე სხვა დანარჩენი… მოკლედ გელოდებით ყველას 16 იანვარს თბილისის ივენთ ჰოლში და ერთად გავიცნოთ უფრო ახლოს Kyoto Jazz Massive… დარწმუნებული ვარ მისი შემოქმედება (მუსიკა) გულგრილს არავის დატოვებს!  ბილეთის ფასი 60 ლარი.

Line Up:
Kyoto Jazz Massive(WEB SITE)
feat.:
Shuya Okino – dj,
Vanessa Freeman – voc,
Hiderow Nishioka – perc

2 Responses to “Pa Kyoto Jazz Massive @ Tbilisi Event Hall (16.01.11)”

  1. manana says:

    ბილეთს შაბათ- კივირას ვერ ვიყიდი?

  2. manana
    არა, მხოლოდ სამუშაო დღეებში.
    დანარჩენი ინფორმაციისთვის დარეკეთ 99 00 99–ზე

Place your comment

Please fill your data and comment below.
Name
Email
Website
Your comment

canadian pharmacies buy priligy Discount prices Canadian pharmacies mail order #?@ antibiotics online licensed Canadian pharmacy. Product quality is one of key performance indicators Canada pharmacy `(!@ medicine online store - all products have the necessary certificates!