25 NovPoogie Bell Band – 2 December in Tbilisi Event Hall

მზად ხართ???? თუ ჯერ კიდევ არიცით გეტყვით რომ 2 დეკემბრიდან თბილისი ივენთ ჰოლში ჯაზ სერიები გრძელდებააააა! ასე რომ მოემზადეთ უკვე, დაუვიწყარი ხუთი თვისთვის! თვეში ერთი კონცერტი და ასე გაგრძელდება აპრილამდე! ივენთ ჰოლი ისევ ჯაზ კლუბის ატმოსფეროში გაეხვევა (იქნება მაგიდები და სკამები) და მოგცემთ საშუალებას ნახოთ დაუვიწყარი კონცერტები! პირველი სტუმარი გახლავთ Poogie Bell-ი თავის ბენდთან ერთად! იგი გააგრძელებს წლევანდელ ჯაზ სერიებს! ასე რომ არ გამოტოვოთ და ეწვიეთ ივენთ ჰოლს 2 დეკემბერს, 20:00 საათზე სადაც ნამდვილი ჯაზ კლუბური სიტუაცია დაგხვდებათ!:) ახლა კი შემოგთავაზებთ Line Up-ს და Poogie Bell-ის ბიოგრაფიას :) ძალიან მალე კი დავდებ მათ ალბომებს :)

ბილეთის ფასი: 60 ლარი


Line Up:
Poogie Bell – drums, leader
worked with: Marcus Miller, Erykah Badu, Stanley Clarke.

Bobby Sparks – key, synth
worked with: Roy Hargrove/RH factor, Marcus Miller, Kirk Franklin, George Benson

Michael Patches Stewart – trumpet
worked with: Al Jarreau, David Sanborn, Earth Wind & Fire, Whitney Houston, George Duke

Keith Anderson – saxophones
worked with: Roy Hargrove, Erykah Badu, Al Jarreau, Fred Hammond, Kirk Franklin

Poogie Bell Bio

Poogie Bell-ის მუსიკა უფრო მეტს მოიცავს ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. მისი ახალგაზრდული გამომეტყველება და ბობოქარი პერსონა წამებში ავსებს დარბაზს სითბოთი. რაც შეიძლება თავიდანვე ვერ შენიშნოთ ისაა, რომ იგი შემდგარი და წარმატებული მუსიკოსია, რომლის დრამიც ჟღერს ჯაზის, R&B–სა და ჰიპ–ჰოპ–ის საუკეთესო ალბომეში.

მისი შთამბეჭდავი რეზიუმე მოიცავს ისეთი შემსრულებლების ალბომებს როგორებიცაა: Chaka Khan, Marcus Miller, Stanley Clarke, Roberta Flack, Erykah Badu, David Bowie, John Scofield, David Sanborn, Angelique Kidjo, Joe Sample, Al Jarreau, Vanessa Williams, Stanley Turrentine, Victor Wooten, Randy Crawford და სხვა მრავალი.

შეიძლება ითქვას რომ მუსიკა Poogie Bell-ის ძარღვებში ჩქეფს. მამამისი ჯაზ–მუსიკოსი და მუსიკის პროფესორი იყო. თავად Poogie–მ დაკვრა 10 თვის ასაკში დაიწყო, მისი სასცენო დებიუტი კი 2 წლის ასაკში შედგა პიტსბურგის კარნეგი ჰოლში, როდესაც მამამისთან ერთად წარდა აუდიტორიის წინაშე. 5წლის ასაკში პატარა დრამერს უკვე სატელევიზიო შოუებში იწვევდნენ.

Poogie–ს კარიერა ჰიპ–ჰოპ–ის ლეგენდა Afrika Bambaataa–სთან ტურნეთი დაიწყო და მოგვიანებით Force MD’s–თან ერთად გაგრძელდა. 1987 წელს Force MD’s–ს პირველი დიდი წარმატრება ეწვია ალბომით “Touch and Go”. ამავე სახელწოდების კომპოზიციამ, რომლის თანაავტორები Poogie და Victor Bailey იყვნენ, მოიპოვა American Society of Composers, Authors and Publishers Urban Music Writers–ის ჯილდო.

ამის შემდეგ Poogie R&B–ზე გადაერთო, და მომდევნო 15 წელი თანამშრონლობდა ჰიპ–ჰოპისა და R&B–ს ისეთ გრანდებთან როგორებიცაა: Keith Sweat, SWV, New Edition და Erykah Badu.

2003 წელს დრამერმა გაიცნო ახალგაზრდა მუსიკოსი, Kevin Barefoot. ამ დროისთვის Poogie–ს უკვე დამკვირდებული ჰქონდა სახელი როგორც მუსიკოსს, პროდიუსერსა და კომპოზიტორს, ძალიან მრავალფეროვანი შემოქმედებით, Chaka Khan–იდან David Bowie–მდე, მაგრამ მას უკვე სხვა ინტერესი გაუჩნდა. ეს იყო ჯემ–ის სამყარო. სწორედ ამ „სამყაროს“ ეკუთვნოდა Kevin Barefoot. 2 წლის შემდეგ მათ გიტარისტი, Juan Vasquez, და კიბორდისტი Howie Alexander, დაემატათ. ასე შეიქმნა Poogie Bell Band.

Poogie–ს მძვინვარე დრამი და Barefoot–ის ჰიპ–ჰოპ–ჯაზზ ბასი, ქმის სოლიდურ რითმ–სექციას. გიჟურ რითმს Vasquez–ის სწრაფი და ჭკვიანური სოლოები ერთვის და ამ ყველაფერს ემატება Alexander–ს ფანკური ჩაშლები, შედეგად კი ვღებულობთ დიდ მხიარულებას დარბაზში.

ჯგუფის განსაკუთრებული და დამახასიათებელი ხელწერა აფართოვებს ჯემ–ის საზღვრებდა და ფანკი სხვა სიმაღლეებამდე აყავს. მარტივათ რომ ვთქვათ, მათი უნიკალური „ფანკ–ჯაზ–ჯემი“ არის მუსიკა რომელზეც შეგიძლია იცეკვო, იფიქრო და შეიყვარო.

აგრეთვე აღსანიშნავია რომ 2007 წელს Angelique Kidjo’s ალბომი Djin Djin სადაც Poogie Bell–ი უკრავს დრამზე, ნომინირებული იყო გრემზე „Best World Jazz album“ კატეგორიაში.

No comments

Place your comment

Please fill your data and comment below.
Name
Email
Website
Your comment

canadian pharmacies buy priligy Discount prices Canadian pharmacies mail order #?@ antibiotics online licensed Canadian pharmacy. Product quality is one of key performance indicators Canada pharmacy `(!@ medicine online store - all products have the necessary certificates!